პიკნიკის ორგანიზების ტრადიცია სათავეს იღებს ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ინგლისიდან,  როცა  მდიდარი დიდგვაროვნები გრანდიოზულ ზეიმებს აწყობდნენ სუფთა ჰაერზე ნადირობის მსვლელობისას.  

 

სუფრას უშუალოდ ნადირობის დაწყების წინ შლიდნენ, ნადიმის მთავარი კერძები ხორცეული და ცომეული  იყო.  ჩვეულებრივ, ასეთ სადილს ათეულობით მოსამსახურე ემსახურებოდა, ხოლო სუფრის სერვირებისთვის ფაიფურის ჭურჭელს და საგვარეულო ვერცხლის დანა-ჩანგალს იყენებდნენ.

თუმცა თვითონ სიტყვა „პიკნიკს“ ფრანგული წარმომავლობა აქვს და პირველად 1692 წლით დათარიღებულ ტექსტში ფიქსირდება. სიტყვა Piquenique ნიშნავს ტრაპეზს, რომლისთვისაც ყველა მონაწილეს თავისი საჭმელი მოაქვს. ფრანგები პიკნიკების მოწყობაში დღემდე საუკეთესო ოსტატებად მოიაზრებიან. მათთვის ეს არა უბრალოდ მეგობრებთან დასვენებაა სუფთა ჰაერზე, არამედ ნამდვილი ხელოვნება, რომელიც გაზავებულია კარგი ღვინით, ფუა-გრათი და არომატული ყველით.

ინგლისურ ენაში ეს სიტყვა მოგვიანებით გაჩნდა - ოქსფორდის ლექსიკონის მიხედვით 1748 წელს და მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს დაიმკვიდრა „პიკნიკმა“ თავისი დღევანდელი მნიშვნელობა -  სადილი ბუნებაში.

თანამედროვე ევროპელები დიდ პატივს სცემენ საკუთარ ტრადიციებს პიკნიკთან მიმართებაში და ხშირად აწყობენ თემატურ ღონისძიებებს ბუნებაში, რომელთაგან ზოგიერთს უამრავი ადამიანი სტუმრობს. მაგალითად, გერმანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში ყველანაირად ცდილობენ ვიქტორიანული ეპოქის ჩვეულებების აღდგენას თანამედროვე ინტერპრეტაციით - გოთიკისა და სთიმპანკის მოყვარულები  აწყობენ პიკნიკებს, რომელზეც ფუშფუშა კაბებში, კამზოლებში, შლაპებსა და პლიუმაჟეებში გამოწყობილნი დადიან.

რაც შეეხება ბრიტანეთს, აქ  ყველაზე ცნობილ პიკნიკად შეიძლება სამეფო დოღი დასახელდეს, რომელსაც მთელი სამეფო ოჯახი ესწრება. შეჯიბრის დროს სადღესასწაულო ტანისამოსში გამოწყობილი ღონისძიების სტუმრები სპეციალურ მაგიდებთან ან პირდაპირ ბალახზე განთავსდებიან ხოლმე, თავიანთი როლს-როისების სიახლოვეს, სვამენ შამპანურს და მარწყვს მიირთმევენ.

თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა ასეთმა გასვლითმა ღონისძიებებმა აშშ-ში მოიპოვა, სადაც პრაქტიკულად ნაციონალური დასვენების სახეობად იქცა. ხშირად მეზობლებიც კი ეჯიბრებიან ერთმანეთს საუკეთესო პიკნიკისა და ბარბექიუს მოწყობაში, ამიტომ ამ ღონისძიებების ორგანიზებას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, გულდასმით არჩევენ ადგილს, მორთულობას და რა თქმა უნდა, პროდუქტებს. ამასთან, ყოველ შტატს აქვს საკუთარი გამორჩეული ტრადიცია პიკნიკის სტილთან და ღონისძიების ჩატარების ფორმატთან დაკავშირებით. მაგალითად, სამხრეთში, მენიუს შედგენისას, უპირატესობას ანიჭებენ შემწვარ ხორცს ლუდთან ერთად, იმ დროს როდესაც დასავლეთში არჩევანს ზღვის პროდუქტებსა და ღვინოზე აკეთებენ.  

მაგრამ იმის მიუხედავად, თუ რა თემატიკას, ლოკაციასა და მენიუს შეარჩევთ თქვენი პიკნიკისთვის, გახსოვდეთ, რომ შეკრებამ  უნდა მოიტანოს სიხარული და მხოლოდ საუკეთესო შთაბეჭდილებები,   მოგონებები დატოვოს. ამიტომ წინასწარ იზრუნეთ იმაზე, რომ ღონისძიების მეორე დღეს ყველამ კარგად იგრძნოს თავი, ამისათვის კი აუცილებლად გაიყოლეთ საკმარისი ოდენობის მინერალური წყალი „ბორჯომი“, რომელიც დაგიბრუნებთ სიმსუბუქეს და მოგიხსნით სიმძიმის შეგრძნებას დიდი ოდენობით გემრიელი საჭმლის დაგემოვნების შემდეგ.