კარგი პიკნიკი მცირე, თუმცა მთელი შვებულების ტოლფასია. ასე არ არის? ხოლო იმისთვის, რომ პიკნიკი გამოგვივიდეს და ბუნებაში მთელი დრო დასვენებას დავუთმოთ, ორი მარტივი ნაბიჯია შესასრულებელი: ყველაფერი წავიღოთ და არაფერი დაგვავიწყდეს.

 

მაშ ასე, დავიწყოთ:

  1. შეშა და ნახშირი. რა შეიძლება იყოს ნამდვილ შეშაზე მომზადებულ მწვადზე გემრიელი? შეშის ძებნა და შეგროვება ადგილზეც შეიძლება, მაგრამ ეს დაკარგული დროა და ყოველთვის ლატარეაა - შეშა შეიძლება ნესტიანი ან სველი იყოს წვიმის შემდეგ, ან სულაც წიწვოვანი, რაც ხორცის გემოზე მოქმედებს.
  2. ცული შეშის დასაჩეხად - იმ შემთხვევაში, თუკი მაინც გარისკეთ შეშის საძებნად წასვლა.
  3. სითხე ცეცხლის დასანთებად ან რამდენიმე ძველი გაზეთი
  4. ასანთი ან სანთებელა
    მნიშვნელოვანია: აუცილებლად გაარკვიოთ, ნებადართულია თუ არა თქვენს მიერ შერჩეულ ადგილზე ცეცხლის დანთება და შერჩეულ დღეს რაიმე შეზღუდვები ხომ არ არის დაწესებული ამინდთან დაკავშირებით: ცხელ დღეებში მაშველები არც ისე იშვიათად ითხოვენ, რომ თავი შევიკავოთ ცეცხლის კერასთან დასვენებისგან.
  1. ჭურჭელი. პიკნიკს ყველაზე მეტად ერთჯერადი ჭურჭელი მიესადაგება - თეფშები, ჭიქები, სამზარეულოს მოწყობილობა, ბოთლები სასმელისთვის. მსგავსი ჭურჭელი მსუბუქია, იაფი და მოსახერხებელია ტრანსპორტირებისა და გადამუშავებისთვის. თუ პიკნიკის ცოტათი გამრავალფეროვნება გსურთ, სტანდარტული თეთრი ჭიქების ნაცვლად, თან გაიყოლეთ გამჭვირვალე ან ფერადი ჭიქები, რომლებსაც ფაქიზი ბოკალების ფორმა შეიძლება ჰქონდეს..
  1. მაყალი, შამფურები, ბარბექიუს ბადე და მაშა ხორცისთვის.
    მნიშვნელოვანია: ლითონის ჭურჭელი და მოწყობილობები სახლში გარეცხოთ, რომ თავიდანვე სუფთა იყოს, როცა პროდუქტის დაჭრასა და მომზადებას დაიწყებთ.
  1. სალაშქრო ავეჯი და ქსოვილი - ღია ცის ქვეშ არაჩვეულებრივი პიკნიკის მოწყობაა შესაძლებელი, რადგან საპიკნიკე ავეჯის არჩევანი უზარმაზარია. შეიძლება შემოიფარგლოთ პლედებით - თუ სულ რამდენიმე საათით აპირებთ გასვლას. თუ პიკნიკის ფარგლებში ღამის გათევას აპირებთ, კარვის გარეშე გაგიჭირდებათ. კარავი ასევე გამოგადგებათ იმ შემთხვევაშიც, თუ ამინდის პროგნოზის მიხედვით მცირეხნიანი წვიმაა მოსალოდნელი.
  2. გადასატანი შეზლონგი და მზის ქოლგა - თუ პიკნიკზე მანქანით აპირებთ გამგზავრებას და მდინარესთან ან ტბასთან რუჯის მიღება გსურთ, ან პიკნიკს მდელოზე, მზის გულზე აწყობთ.
  3. თბილი პლედი და მატი - თუ ამინდის პროგნოზის მიხედვით, საღამოს აგრილდება ან ქარი/წვიმაა მოსალოდნელი.
  4. პირსახოცები, ხელსახოცები - სწორედ ისინი ავიწყდებათ ყველაზე ხშირად.
    მნიშვნელოვანია: წინასწარ დაფიქრდით, როგორი იქნება თქვენი პიკნიკი - აქტიური, მოძრავი თამაშებით, თუ უბრალოდ ეფიცხებით მზეს და აუჩქარებლად მიირთმევთ გემრიელობებს.   რაც უფრო მეტ კომფორტს ელით პიკნიკზე, მით მეტი საპიკნიკე ატრიბუტის წაღებაზე უნდა იზრუნოთ.  რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ ამინდის პროგნოზის შემოწმება!
  1. მწერების საწინააღმდეგო საშუალებები და სამგზავრო აფთიაქი - თქვენი ბავშვებისა და მეგობრების გარდა თქვენს პიკნიკებზე იცით კიდევ ვის უყვარს მოსვლა? კოღოებს! თუ ასეთი სამეზობლო არ გაწყობთ, ნუ იქნებით ცეცხლის კვამლის იმედზე, რომელიც მათ მოგაშორებთ, კარგი იქნება, თუ კოღოს საწინააღმდეგო საშუალებებსაც გაიყოლებთ.
    მნიშვნელოვანია: სამგზავრო აფთიაქში ადგილი დაუთმოთ ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებას, მოწამვლის, დამწვრობის, ჭრილობებისა და ტრავმის დასამუშავებელ ინვენტარს - ეს ოთხი ყველაზე გავრცელებული უსიამოვნებაა, რომელიც პიკნიკზე შეიძლება დაგემართოთ. საბედნიეროდ, მათთან გასამკლავებლად მომზადება დიდ ენერგიას არ მოითხოვს.
  1. საცურაო საშუალებები - თუ წყალსაცავთან აპირებთ დასვენებას, მაშინ საცურაო საშუალებების გარეშე გაგიჭირდებათ. თუ პატარა ზომის ტბაში ვერ იცურავებთ, ტბის ნაპირას რუჯის მიღებაში ხელს არაფერი შეგიშლით. ამიტომ, თუ პიკნიკი სანაპიროზე იმართება, არ დაგავიწყდეთ საცურაო კოსტიუმი, მზის სათვალე, კრემი და პლაჟის პირსახოცი.
  2. წყალი - როგორც დასალევი, ასევე სამზარეულო წყალი - ერთ ადამიანზე 1,5 ლიტრი გათვალეთ.
    ბუნებაში მომზადებული არომატული ხორცის ნაჭრისგან თავის შეკავება რთული ამბავია. ამიტომ თან წაიღეთ  მინერალური წყალი „ბორჯომი“,  რომელიც ორგანიზმს   სიმძიმის შეგრძნებასა  და გულძმარვას მოუხსნის. ასეთი ტუტოვანი მინერალური წყლის მიღებას, დიეტოლოგები გვირჩევენ ცხარე, ცხიმით გაჯერებული და ხორციანი საკვების შემდეგ.
  1. გიტარა ან თუნდაც დინამიკები - განწყობის შესაქმნელად. თუმცა ნურც მეზობლებს დაივიწყებთ - პატივი ეცით მათ დასვენებასა და პირად სივრცეს.
  2. ნაგვის ტომრები - საპიკნიკე ტერიტორიას სანამ დატოვებთ, აუცილებლად მოაწესრიგეთ. დაიცავით სისუფთავე, ნუ დატოვებთ ნაგავს.
    მნიშვნელოვანია:  წასვლისას ბოლომდე ჩააქრეთ ცეცხლი, გახსოვდეთ, რომ ნაკვერჩხალი შეიძლება გაღვივდეს.

კარგ ამინდსა და საუკეთესო პიკნიკს გისურვებთ!