პიკნიკზე გამგზავრება და მოსამზადებელი პროცესი თქვენი მხრიდან არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას, თუმცა ზედმეტადაც ნუ მოდუნდებით, გაითვალისწინეთ ის ძირითადი რჩევები, რაც დაგეხმარებათ ნამდვილ მოპიკნიკედ ჩამოყალიბებაში.

 პუნქტი პირველი - ხორცი

მწვადი ან კერძი გრილზე შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი სახეობის ხორცისგან - ღორის, ცხვრის, ფრინველის ხორცი ან თევზი.

მთავარი წესი:

აარჩიეთ მხოლოდ ახალი ხორცი, შეციებული და არა გაყინული, რადგან გაყინვის შემდეგ ხორცი გემოს კარგავს. ასეთი ხორცი უკეთ მზადდება და მეტ სასარგებლო ნივთიერებას ინარჩუნებს.

პუნქტი მეორე - სალათები

პიკნიკის მენიუში სალათი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყველა სალათი პიკნიკისთვის არ გამოდგება. წელიწადის ცხელ პერიოდში გირჩევთ თავი შეიკავოთ ისეთი ინგრედიენტებისგან, როგორიც არის: ძეხვი, მაიონეზი, ცხიმიანი სოუსები... თან წაიღეთ მხოლოდ ახალი ბოსტნეული - უბრალოდ დაჭრილი ან მზა ნარევის სახით, რომელსაც მოსხმული  ექნება მცენარეული ზეთი, ლიმნის წვენი და ბალზამიკო. მომჟავო საკმაზი მადის გახსნაში დაგეხმარებათ, უგემრიელესი მწვადის მოლოდინში.

პუნქტი მესამე - წასახემსებელი

უკვე დააგემოვნეთ ახალი ბოსტნეული? ესე იგი შეგიძლიათ უფრო მსუყე წასახემსებელზე გადასვლა, ეს მნიშვნელოვანია თუკი აპირებთ სხვადასხვა სპორტული აქტივობით გართობას  ან ცურვას: როგორც იცით ბუნებაში მადა ძლიერდება - სუფთა ჰაერის და აქტიური მოძრაობის გამო შიმშილი აუცილებლად შეგახსენებთ თავს, უფრო ძლიერად ვიდრე სახლის პირობებში. არ იფიქროთ, რომ წასახემსებლად ერთადერთი გამოსავალი ჩიფსების ან ორცხობილების შეძენაა უახლოეს მაღაზიაში,  უმჯობესია თუ მათ ახლად დამზადებული სენდვიჩებით ჩაანაცვლებთ. შიგთავსის სახით გამოიყენეთ მაგალითად სულგუნი, ნადუღი, ცოცხალი ბოსტნეული.  მწვადთან ერთად წასახემსებლად გირჩევთ თხელ ლავაშში გახვეულ ბოსტნეულსა და ყველს.  

პუნქტი მეოთხე - სოუსები

თავი შეიკავეთ ცხიმიანი სოუსებისგან, არაჟნითა და მაიონეზით. უპირატესობა მიანიჭეთ უფრო მსუბუქს - მდოგვს, კეტჩუპს, სოიოს სოუსს და ტერიაკის. შეგიძლიათ თან გაიყოლოთ ლიმონი. ექსპერიმენტების მოყვარულთათვის გამოდგება ბალზამიკო ან შორეული ქვეყნების სოუსები.

პუნქტი მეხუთე - სასმელები

თუ პიკნიკზე მთელი დღით აპირებთ გასვლას, უმჯობესი იქნება, თუ უბრალო სასმელი წყლით შემოიფარგლებით ტკბილი გაზიანი სასმელების და წვენების ნაცვლად. დიდი ოდენობით გემრიელი, მაგრამ საკმაოდ მსუყე საჭმლის დაგემოვნების შემდეგ, აუცილებლად გირჩევთ მიირთვათ „ბორჯომი“ -ის კუჭს დაეხმარება, გაუმკლავდეს ხორცს, შემწვარ და ცხარე კერძების  სიმრავლეს და აგაცილოთ სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება.

ხშირად პიკნიკი ალკოჰოლური სასმელის წაღებასაც გულისხმობს - განსატვირთად, ასევე ხორცის გემოს გასაძლიერებლად და აღსანიშნავად. პიკნიკისთვის ალკოჰოლის შერჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:

  1. ალკოჰოლის მიღების წინ აუცილებლად მიირთვით რამე, თუნდაც მცირე ულუფა
  2. ეცადეთ, რომ სადღეგრძელოებს შორის გააკეთოთ ინტერვალები და თან იკვებოთ
  3. უპირატესობა მიანიჭეთ შედარებით მსუბუქ სასმელს, მაგალითად ღვინოსა და ლუდს. უფრო ძლიერი სასმელების არჩევისას, განსაკუთრებით სიცხეში, ნუ დაივიწყებთ ზომიერების შეგრძნებას
  4. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მაღალია ჰაერის ტემპერატურა, მით უფრო დაბალი უნდა იყოს სასმელის გრადუსი. სიცხეში სვამენ გაზავებულ შემადგენლობას 1:1-ზე მშრალი ღვინოს წყლით
  5. თუ გაზავებული ღვინის დალევა არ გსურთ, დაიცავით პროპორცია - ერთ ჭიქა ალკოლოლურ სასმელთან ერთი ჭიქა წყალი უნდა მოდიოდეს
  6. ნუ აურევთ სასმელს ერთმანეთში - შეარჩიეთ ერთნაირი ბაზის მქონე ალკოჰოლი
  7. ნაბახუსევზე გამოიყენეთ ნაცადი ხერხები მასთან საბრძოლველად - დილისთვის წინასწარ  გაციებული მინერალური წყალი „ბორჯომი“
  8. თუ პიკნიკი ალკოჰოლს გულისხმობს - უმჯობესია უარი თქვათ ცურვაზე და მზეზე აქტიურ თამაშებზე

ყველაზე მთავარია: დაიცვათ ზომიერება, იმისთვის რომ დასვენებისგან მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები დაგრჩეთ.