როგორი უნდა იყოს იდეალური პიკნიკი, როგორ დავგეგმოთ  ის სწორად და გავემგზავროთ სრულად მომზადებულები?

ჩვენ გაგიზიარებთ უნაკლო პიკნიკის ორგანიზების მოკლე სახელმძღვანელოს, იმისათვის რომ დაგეგმილი გასეირნება ბუნებაში, სეზონის საუკეთესო, დაუვიწყარ მოვლენად იქცეს თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის. 

 

 

იდეალური პროდუქტები პიკნიკისთვის

პიკნიკისთვის შერჩეული კერძები უნდა იყოს მარტივი და არ უნდა საჭიროებდნენ მომზადებისთვის დიდ დროს. თქვენს გასტრონომიულ მენიუში აუცილებლად  შეიტანეთ ხორცის მრავალფეროვნება უგემრიელესი მწვადებისთვის. არ დაივიწყოთ დასაჭრელი ხორცი: ქათამი გრილზე, შაშხი,  მოხარშული ენა, ქათმის მკერდის ხორცის რულეტები, შებრაწული ფრინველის ხორცი.

ბოსტნეულის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ბადრიჯანს, ყაბაყს, ხახვს, პომიდორსა და სიმინდს. ბუნებაში ბოსტნეული შეგიძლიათ დაჭრათ, შებრაწოთ ცეცხლზე და რა თქმა უნდა, მოამზადოთ მარტივი სალათები. იდეალურად მიესადაგება ერთმანეთს ბადრიჯანი, წიწაკა და პომიდორი. გასუფთავების შემდეგ დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად, შეაზავეთ მწვანილითა და ხახვით. ასეთი კერძის სუფრაზე მიტანა შეიძლება როგორც ცხელ, ისე გაგრილებულ მდგომარეობაში.

ხილის  შერჩევისას აქცენტი   ტრანსპორტირების დროს მის გამძლეობაზე გააკეთეთ. საამისოდ შესანიშნავია ვაშლი, მსხალი, არა გადამწიფებული ბანანი, ქლიავი. თუმცა ფავორიტებად მაინც ყურძენი და ბალი მოიაზრება. ბუნებაში ხილის დაჭრის შემდეგ, შეგიძლიათ მოამზადოთ გემრიელი კანაპეები ჩხირებზე. დესერტის კიდევ ერთი გადასარევი ვარიანტია გრილზე მობრაწული ვაშლი დარიჩინით.

სასმელის სახით, ადგილზე დასაგემოვნებლად,  კარგი იქნება თუ გაიყოლებთ  ცოცხალ წვენს ან სახლში დამზადებულ კომპოტს. აუცილებლად წაიღეთ  „ბორჯომი“, რადგან მინერალური წყალი ნებისმიერი პიკნიკის ჰიტია, ის არა მარტო სიახლის შეგრძნებას განიჭებთ, არამედ წმენდს ორგანიზმს მძიმე საკვების შემდეგ. რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელს, უპირატესობა მიანიჭეთ ცივ ლუდსა და მშრალ ღვინოს.

რომელი პროდუქტების წაღება  არ არის პიკნიკზე რეკომენდებული 

თუ გსურთ, რომ  თქვენი პიკნიკი დასამახსოვრებელ მოგონებად დარჩეს ყველასათვის, მენიუ დაფიქრებულად შეადგინეთ და გამორიცხეთ სიიდან მალფუჭებადი პროდუქტები. სიცხეში მიკრობები და ბაქტერიები სწრაფად იწყებენ გამრავლებას, ხოლო პროდუქტი შეიძლება ისე სწრაფად გაფუჭდეს, რომ ვერც კი შეამჩნევთ.

უპირველეს ყოვლისა, ეს რძის პროდუქტებს შეეხება: ნუ წაიღებთ არაჟანსა და მაიონეზს, მათ შორის სალათებისა და სენდვიჩების შიგთავსის სახით. უარი თქვით რძესა და მისგან დამზადებულ კოქტეილებზე, იგივეს თქმა შეგვიძლია კარაქზეც. 

პიკნიკის დროს უმჯობესია, თუ უარს იტყვით ზღვის პროდუქტებსა და ძეხვეულზე, ისინი საკმაოდ სწრაფად ფუჭდებადა შესაძლებელიასაფრთხე შეუქმნან თქვენ ჯანმრთელობას.

ყველას ძალიან გვიყვარს შოკოლადი და სხვადასხვა სახის დესერტი, თუმცა გირჩევთ პიკნიკზე მათი წაღებისგან თავი შეიკავოთ, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ ამინდებში.

გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი ადამიანი გაცილებით უფრო სწრაფად ექცევა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ  ცხელ ამინდში. სწორედ ამიტომ, უმჯობესია თუ თავს შეიკავებთ ზედმეტი ალკოჰოლის მიღებისგან.

პროდუქტების მომზადება

ბუნებაში მაქსიმალურად რომ დაისვენოთ და ზედმეტი დრო არ დახარჯოთ საჭმლის მომზადებაზე, ეცადეთ ძირითადი საქმეები შინ შეასრულოთ. მაგალითად, მნიშვნელოვანია ხორცის წინასწარ დამარინადება. ნებისმიერი ხორცისთვის მომგებიანი ვარიანტია - ძმრისა და წყლის ნაზავი. მაგალითად, თუ ხორცი მაგარია, ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად უმჯობესია გაზიანის გამოყენება. ღორის და ცხვრის ხორცი შეგიძლიათ დაამარინადოთ წითელ ღვინოში. იმ შემთხვევაში თუ თქვენს მენიუში თევზი ან ქათამია, პროდუქტი მომზადებამდე გააჩერეთ ლიმნის წვენში. 

სალათებისა და სენდვიჩების სწრაფად მომზადებისთვის, უმჯობესია ბოსტნეულის წინასწარ დაჭრა და კონტეინერში განთავსება. ამ შემთხვევაში, პიკნიკზე, მხოლოდ საკმაზის ან სოუსის დამატება დაგჭირდებათ. 

და ბოლოს, აუცილებლად გაემგზავრეთ ბუნებაში პირველივე შესაძლებლობისას, არ გამოტოვოთ მზიანი დღეები, ჩვენი რჩევების გათვალისწინებით კი, თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ნამდვილად დაუვიწყარ დღეს მოუწყობთ.