რამდენიმე რჩევა მათ, ვინც პიკნიკზე აპირებს გამგზავრებას. ჩვენი რეკომენდაციების დახმარებით, თქვენი დასვენება სუფთა ჰაერზე გახდება უფრო სასიამოვნო, დიდხანს დაგამახსოვრდებათ და დაგიტოვებთ მხოლოდ საუკეთესო შთაბეჭდილებებს.

რჩევა პირველი

თუ თქვენ და თქვენს ახლობლებს ბუნებაში დასვენება გიყვართ, გირჩევთ  მოიმარაგოთ კონტეინერების ნაკრები (და შესაძლოა არა მხოლოდ ერთი), რომელიც სპეციალურად სასურსათო პროდუქტების შესანახადაა განკუთვნილი. რატომ ნაკრები? აღნიშნული ჭურჭელი შეუნარჩუნებს კერძებს პირვანდელ გემოს და მარტივად მოახერხებთ მათ ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე - მაცივრიდან ბუნების წიაღში.  გარდა ამისა, კონტეინერების ნაკრები კომპაქტურად განთავსდება ჩანთაში. გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ე.წ. კონტეინერ-მაცივრებს: სადაც  ბოსტნეული და მწვანილი დიდხანს ინარჩუნებს თავის პირვანდელ სახესა და გემოს.

რჩევა მეორე

პიკნიკზე ბოსტნეულიდან ყველაზე ხშირად მიაქვთ კიტრი, პომიდორი, ბოლოკი, წინასწარ გარეცხეთ ბოსტნეული. აღნიშნული ინგრედიენტები გააშრეთ ქაღალდის პირსახოცით, ნუ დაჭრით, რადგან  ამისი გაკეთება შესაძლებელია  ადგილზე ან სულაც დატოვეთ დაუჭრელი, თუ ბოსტნეული მცირე ზომისაა. თან გაიყოლეთ ტკბილი წიწაკა, სიმინდის ტაროები, სოკო, ყაბაყი ან ბადრიჯანი - ამ  ბოსტნეულის გრილზე შებრაწვა იდეალური ვარიანტია. კარტოფილი შეგიძლიათ წაიღოთ როგორც მოხარშული, ასევე უმი, ნახშირზე შესაწვავად.

რჩევა მესამე

რამდენად მოსახერხებლადაც  არ უნდა მოგეჩვენოთ პიკნიკისთვის ყველა კერძის შინ, საყვარელ სამზარეულოში მომზადება, სადაც ყველაფერი თქვენს გემოზეა მოწყობილი, უნდა გახსოვდეთ, რომ კერძების დიდი ნაწილი დამზადებული სახით ვერ უძლებს ტრანსპორტირებას გემოვნური თვისებების და/ან გარეგნული იერის შეუცვლელად. ამიტომ გთავაზობთ,  პიკნიკისთვის მოამზადოთ ე.წ. „ნახევარფაბრიკატები“, მაგალითად, სენდვიჩები. პირველ რიგში, ჩამოყალიბდით ინგრედიენტებზე. მოიფიქრეთ? მეორე ეტაპია ინგრედიენტების დაჭრა და სხვადასხვა კონტეინერში ჩაწყობა.  „აწყობა“ და დაგემოვნება უკვე ადგილზე შეგიძლიათ, ეს პროცესი სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ.  პიკნიკზე ბავშვების წაყვანისას ეს ყველაფერი შეგიძლიათ აქციოთ საინტერესო თამაშად „გააკეთე შენ თვითონ!“. ხოლო თუ კამპანიაში ახალბედებიც გყავთ, ერთობლივი „ბუტერბროდირება“ მათ ახალ გარემოში ადაპტაციასა და იქ მყოფების გაცნობაში დაეხმარება.

რჩევა მეოთხე

პურის შესანახად უმჯობესია, თუ არ გამოიყენებთ პოლიეთილენის პაკეტებს. განსაკუთრებით, თუ არც ისე ახლო მანძილზე გიწევთ მგზავრობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პურ-ფუნთუშეულის ნაწარმი შეფუთული სახით იყიდეთ, გირჩევთ, რომ ისინი ქაღალდის პარკებში ან პერგამენტში გადაიტანოთ: ცხელ ამინდში პოლიეთილენში „გახვეული“ პური შესაძლებელია ჩახუნდეს და დაკარგოს თავისი გემოვნური თვისებები.

ამასთან, დაიმახსოვრეთ, რომ უსიამოვნო სუნის გაჩენის თავიდან ასაცილებლად, ჯობს, რომ თეთრი და შავი პური ერთმანეთისგან განცალკევებით შეინახოთ.

რჩევა მეხუთე

იმისათვის, რომ მწვანილი „ცოცხალი“ და ხრაშუნა დარჩეს,  ის ადგილზე გარეცხეთ. მაგრამ თუ გადაწყვეტთ, რომ ეს წინასწარ გააკეთოთ, გირჩევთ, რომ დაიცვათ მარტივი წესები.

მაშ ასე, მწვანილი გარეცხეთ ღრმა ჯამში და არა ონკანიდან გამავალი წყლის ჭავლის ქვეშ. აუცილებლად გულდასმით გააშრეთ, სანამ კონტეინერში ჩაალაგებთ: ჯერ ფრთხილად ჩამოფერთხეთ ფოთლებიდან წყალი, შემდეგ კი დააწყვეთ პირსახოცზე (უმჯობესია ქაღალდის პირსახოცი). მეორე ქაღალდის პირსახოცით შეაშრეთ წყლის მსხვილი წვეთები და მწვანილი დატოვეთ გასაშრობად 15-20 წუთის განმავლობაში.

რჩევა მეექვსე

გვესმის თქვენი - სუფთა ჰაერზე ნამდვილად რთულია თავი შეიკავო და არ გასინჯო მწვადის კიდევ ერთი არომატული და ნაზი ნაჭერი ან დამატებითი ჭიქა ღვინო, გემო არ გაუგო ყველა სოუსსა და კერძს! ბუნებაში დასვენება რომ ნათელ ფერებში დაგამახსოვრდეთ, არ დაგავიწყდეთ -  თან გაიყოლოთ „ბორჯომი“, რომელმაც იცის, როგორ გაუმკლავდეს საპიკნიკე კერძების სიუხვეს და დაგიბრუნოთ  სიმსუბუქე  „მუცლის ზეიმის“  შემდეგ -  გარშემომყოფები მადლიერები იქნებიან.

რჩევა მეშვიდე

დასვენების დროს არ უნდა დაგავიწყდეთ ჰიგიენის წესების დაცვაც - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენთან ერთად ბავშვებიც იმყოფებიან. ამიტომ აუცილებლად უნდა გაიყოლოთ სადეზინფექციო საშუალებები, ანტიბაქტერიული სველი ხელსახოცები, ასევე ჩვეულებრივი წყალი  ხელის დასაბანად, ბოსტნეულის გასარეცხად და ა.შ.